|
2017-02-01 14:46:35, 918 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს „სავსე გულით“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზნებსა და მიმართულებებზე საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის მთავარი მიმართულებებია პატიმართა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მომსახურება, პროფესიული უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა მცირე ბიზნესში და ასევე, იურიდიული დახმარება. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით“, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, რეკომენდაციებიც წარადგინეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. (NS)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)