|
2017-02-01 13:35:12, 1011 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკის ფილიალში ვიდეობანკით სარგებლობა გახდა შესაძლებელი
ვითიბი ბანკი აგრძელებს მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას. დღეიდან ვიდეობანკით სარგებლობა ვითიბის ცენტრალური ფილიალში, გახდა შესაძლებელი. ფილიალში არსებული სპეციალური სივრციდან კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია. ვიდეო ბანკით შესაძლებელია საკუთარი ანგარიშების მართვა, გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადის შევსება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა საბანკო ოპერაციების წარმოება. ვითიბიმ საქართველოში პირველმა დანერგა ვიდეობანკის მომსახურება. კლიენტებს, რომლებიც უკვე არიან ვითიბის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლები, შეუძლიათ გადმოწერონ სპეციალურად ანდროიდის და IOS სისტემის სმართფონებისთვის შექმნილი უფასო აპლიკაცია - Video Bank ან ეწვიონ ვებ გვერდს www.videobank.ge და მიიღონ საბანკო მომსახურება ბანკის თანამშრომელთან ვიდეო ზარით დაკავშირებისას. (NS)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)