|
2017-02-01 11:36:32, 1161 ნახვა
საზოგადოება
ვერცხლის მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროში“ შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ
ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებზე მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით, მათი ნივთები დახლზე ინახებოდა და არა სპეციალურ საცავებში. შესაბამისად, იმედი არ აქვთ, რომ მათგან რაიმე ნივთი გადარჩა. როგორც ისინი აცხადებენ, ვერცხლი დაიწვა, ჯართად იქცა და ნაგავშია არეული. მოვაჭრეების თქმით, ვერცხლი სეიფებში არ ინახებოდა. "სეიფებზე გადასახადი იყო ძალიან დიდი, ხოლო თვითონ სათავსოები იყო პატარა, რის გამოც მანდ მხოლოდ ოქროს შენახვას ვახერხებდით. ვერცხლი მთლიანად განადგურდა", - აცხადებენ დაზარალებული მოვაჭრეები. „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ, ღამის 3 საათზე გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)