2017-01-31 23:57:43, 784 ნახვა
სპეციალური ანონსი
1-ლი თებერვლის სპეციალური ანონსი
1 თებერვალს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები და აქციის " არა აქციზის ზრდას" ორგანიზატორები, რომელთაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ბრიფინგს გამართავენ და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ.
მის: კოსტავას პირველი შესახევევი #7
საკონტაქტო ტელ: 551 66 25 25
1 თებერვალს, 12:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ქრისტიან დანიელსონი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში შსს-სთვის შეძენილი აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონიას დაესწრებიან.
მის.: ნოე რამიშვილის ქ. #39 (შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)
1 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, კერძო სექტორს 2016 წლის ანგარიშს წარუდგენს.
1 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი, გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი და იურისტი როინ მიგრიაული პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავა. მხარეები საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ.
მის.: კოსტავას ქ. #75, სპორტის სასახლე, პირველი სართული, საკონფერენციო ოთახი.
საკონტაქტო პირი მარიამი - 595 881 888
1 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
მის.: თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, III სართული)
1 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, ტომას ჰარტინგს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
მის.: თბილისის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი
1 თებერვალს, 16:00 საათზე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
თემა: "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში".
მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
საკონტაქტო ტელ: 22 23 91
1 თებერვალს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს რაგბის ნაკრების ახალი კვართების წარდგენა გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან