14:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 17:50:49, 3881 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო თანამეგობრობაა

„საქართველო იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო პროგრესული, დემოკრატიული თანამეგობრობაა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი პარიზში, სოლიდარობის გამოსაცხადებლად იმყოფებოდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ძალიან ბევრი რესურსი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩადებული.

„საქართველოს იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო პროგრესული, დემოკრატიული თანამეგობრობაა. ამის ნიშანი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა პარიზში სოლიდარობის გამოსაცხადებლად. საქართველოს ძალიან ბევრი რესურსი, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩადებული. ისეთი პატარა, მწირე რესურსების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, დღეს მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics