00:19 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 23:47:54, 732 ნახვა

სპეციალური ანონსი
31 იანვრის სპეციალური ანონსი

31 იანვარს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო შერატონში “ აჭარის ბიზნესმენ ქალთა ასოციაცია” საქართველოსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმს გამართავს. 

31 იანვარს, 11:00 საათზე, კასპში რეაბილიტირებული სპორტ-კომპლექსი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები.

31 იანვარს, 11:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზური ენის კლასს გახსნის აჭარაში, სოფელ ფერიას პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ კი ბათუმის მე-14 სკოლაში (ინასარიძის ქ.11) გადაინაცვლებს. 

31 იანვარს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარტიის ოფისში, აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაციებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

31 იანვარს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში (საპრესკონფერენციო ოთახი) სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია გაიმართება. საკონკურსო მოთხოვნებსა და პირობებს საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი გააცნობენ.

31 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 
მის: რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #8
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202

31 იანვარს, 12:00 საათზე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის 10) გაიმართება კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი ორგანიზაციების პრესკონფერენცია ფარული მიყურადების მარეგულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. 
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999.

31 იანვარს,12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაესწრება ზურაბ ქავთარაძის სასამართლო პროცესს, რომელიც დააკავეს 18 დეკემბერს, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ბრალდებით(ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. 
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990

31 იანვარს, 12:30 საათზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - შოთა ფარტენაძე და გენო პერტიაშვილი, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ და პარიზიდან 2 ოქროს მედალი ჩამოიტანეს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

31 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
მის: მაჩაბლის ქ. #11

31 იანვარს, 14:00 საათზე, შრომის ინსპექტორები სამუშაო პირობებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) შეამოწმებენ. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრება. 
მის: წინანდლის ქ. N9 (მეტრო „300 არაგველი“)

31 იანვარს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მე-6 სართულზე, 32-ე დარბაზში ჩანიშნულია შოთა რატიანის საქმის განხილვის მთავარი სხდომა.
”პირველი პრეცენდენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში - გაეროში 2005 წელს მოგებული საქმე 31 იანვარს განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში- მოსარჩელე შოთა რატიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”.
საკონტაქტო პირი ლია მუხაშავრია - 593 31 72 29





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics