22:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 12:43:06, 1510 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს პრეზიდენტს აქვს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები და დამატებითი შეზღუდვის კონკრეტული დასაბუთება მას არ მოუსმენია.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით კონსტიტუცია ნათელ პასუხს უნდა იძლეოდეს.

„ერთადერთი საკითხი რაზეც ჩვენ გვაქვს პოზიცია პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ეს არის საგარეო ურთიერთობებში დაზუსტება, ვინ რაზეა პასუხისმგებელი და ვის რა უფლება აქვს, რომ კონსტიტუცია ამაზე ნათელ პასუხს იძლეოდეს და არ იქმნებოდეს გაურკვევლობები. აქ არის საჭირო გარკვეული სიცხადის შეტანა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეიკვეცება არსებითად პრეზიდენტის უფლებები. აქ უბრალოდ საქმე გვექნება დაზუსტებებსაა და სიცხადესთან“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, იურისტის თქმით, თუ საუბარია წესის ცვლილებაზე მას მყარი დასაბუთება სჭირდება.

„ჩვენი პოზიცია, არის რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი გზით არის სწორი და მისაღები, თუმცა თუ ვინმეს აქვს მძაფრი სურვილი, რომ ეს შეიცვალოს მაშინ ამას თან უნდა ახლდეს ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება და ეს არ უნდა იყოს მიმართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ კიდევ ერთხელ ამ ქვეყანაში კონსტიტუცია კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics