|
2017-01-27 18:11:17, 1763 ნახვა
კომენტარი
მენაბდე: საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის მომხრე არ ვარ
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის მომხრე არაა. "საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან პოლიტიკური ორგანო არ არის, და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა არავითარ პრობლემას, ჩართულობის თვალსაზრისით არ ჩანს, შესაძლებელია და ვიქნებოდი მომხრე, რომ იყო ბათუმში, თუმცა ეს კონსტიტუციის არარეგულირებადი სფეროა, ჩემი აზრით", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის შესახებ მოსაზრება, დღევანდელ სხდომაზე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დააფიქსირა. "თუმცა ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ მგონია ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა უფრო ეხება იმ ჯგუფს, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ეხება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გადატანის ან ადგილზე დატოვების შესახებ ბუნებრივია ამ კომისიაში მიღებული არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)