18:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 16:46:11, 2273 ნახვა

მსოფლიო
გერმანიას ახალი საგარეო მინისტრი ჰყავს - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ზიგმარ გაბრიელი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"თქვენზე ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. ჩვენ წინაშე სერიოზული პრობლემაა: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და მომავალში ერთად ვიმუშაოთ. წარმატებას გისურვებთ", - მიმართა გერმანიის პრეზიდენტმა ახალ მინისტრს.

მედია საშუალების ინფორმაციით, უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 25 იანვარს განუცხადა. ის გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე შტაინმაიერი ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა წარადგინა. 

ცნობისთვის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად პირველად 2005 წელს დაინიშნა და 2009 წლემდე ასრულებდა მოვალეობებს. ასევე, 2007-2009 წლებში ვიცე-კანცლერი იყო. შტაინმაიერი, ასევე იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2009 წლის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კანცლერობის კანდიდატი გახდა. ხოლო 2013 წლიდან ისევ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობდა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნები 12 თებერვალს არის დანიშნული. მოგების შემთხვევაში ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მოქმედ პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკს შეცვლის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics