|
2017-01-27 16:13:22, 1155 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა
საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა. მატარებლით სწრაფი და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან მგზავრებს ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ. მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა მატარებლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიიტანეს. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ბიბლიოთეკებს მოამარაგებს და მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. შეიქმნება ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა, რომლის საშუალებით მგზავრი ადვილად აირჩევს სასურველ წიგნს მგზავრობისას. "ჩვენ გვსურს, მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ, ასევე გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნების კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, ბიბლიოთეკები გათვლილი იქნება სხვადასხვა გემოვნების და ასაკის მკითხველზე“, - აცხადებს სს „საქართველოს რკინიგზი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია. საქართველოს რკინიგზა ბევრ სიახლეს და სიურპრიზს მომავალშიც გპირდებათ და გისურვებთ ბედნიერ და სასიამოვნო მგზავრობას.
(R)
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)