Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

" />
19:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 15:54:37, 2754 ნახვა

მსოფლიო
ფაბრის პოტიე: ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის განკარგულება უკვე მოამზადა

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება უკვე მოამზადა, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს წევრი ფაბრის პოტიე Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ვაშინგტონში მყოფმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება მზად აქვს. ამერიკის პრეზიდნეტი გერმანიის კანლერ, ანგელა მერკელს დაელაპარაკება, რის შემდეგ შაბათს, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი შედგება", - წერს პოტიე.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა , ეს იქნება "დასავლეთის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ როდესაც, აშშ რუსეთის მიერ რევანშული ნაბიჯების გადადგმას ეწინააღმდეგებოდა".

პოტიეს შეფასებით, აშშ-ის კონგრესმა და ევროპამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ხვალ დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. მედია საშუალება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი ლიდერის საუბრის თემა რუსეთი იქნება. თუმცა, მათივე ცნობით, ჯერ უცნობია, შეეხება თუ არა ეს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმებას.

შეგახსენებთ, რომ ხვალ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი ხვალ შედგება. აღნიშნული ინფორმაცია, ოფიციალურმა კრემლმა უკვე დაადასტურა.

ცნობისთვის, ატლანტიკური საბჭო ვაშინგტონში მდებარე, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics