19:48 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 15:52:34, 1211 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ უკლება და გია ცერცვაძე უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდნენ

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება, საქართველოს კონსული, გია ცერცვაძე, მისი მეუღლე და ადვოკატი უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას სახალხო დამცველმა გია ცერცვაძეს გათავისუფლება მიულოცა და განაცხადა, რომ მონიტორინგს ახორციელებდა აღნიშნულ საქმეზე.

როგორც ვალერია ლუტკოვსკამ აღნიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მის ქართველ კოლეგასთან, უჩა ნანუაშვილთან ჰქონდა.

შეხვედრაზე ლუტკოვსკამ განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი კვლავაც განაგრძობს მონიტორინგს ქართველი სამხედროს საქმეზე.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა უკრაინის სახალხო დამცველს მხარდაჭერისთვის და აღნიშნულ საქმეზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics