20:21 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 14:24:10, 547 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა სტიქიის ზონა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, ქარიშხალმა რამდენიმე საბავშვო ბაღის სახურავი დააზიანა, ასევე წააქცია ასწლოვანი ხეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო სადენები დააზიანეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებს, რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. სოფელ კახათსა და რუხში დევნილების კომპაქტური ჩასახლება და მუნიციპალიტეტში რვა კერძო პირის საცხოვრებელი სახლის სახურავი და ჩხორიის ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა.

ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობაში საგანგებო სიტუაციების ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ წუთებში აწარმოებს მოკვლევას და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. სოფელ ინგირში მიმდინარეობს ასწლოვანი ხის ნარგავის მოჭრა, რომელიც არის ამორტიზირებულ მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტს. სოფელ ინგირში დაზიანებული საბავშვო ბაღი და საშიშროების კერა მაჟორიტარმა დეპიტატმა მალხაზ ჭეჟიამ დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics