|
2017-01-27 15:08:30, 1916 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე ცერცვაძის საქმეზე: ერთ მესაზღვრეზე ჯოხის გადატეხვას ნურავინ მოინდომებს
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, „ერთ მესაზღვრეზე ჯოხის გადატეხვა სწორი არ იქნება“. შავგულიძეს ხელისუფლების მისამართით ამ საქმეზე კონკრეტული კითხვები აქვს. ის ფიქრობს, რომ ამ კითხვებზე პასუხების ვერ გაცემის შემთხვევაში, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. "ერთ მესაზღვრეზე ჯოხის გადატეხვას ნურავინ მოინდომებს. ხელისუფლება რა თქმა უნდა პასუხისმგებელია და მან საზოგადოებას რამდენიმე ძალიან სერიოზულ კითხვაზე სარწმუნო პასუხი უნდა გასცეს. უპირველესყოვლისა თუ, ცერცვაძე იმყოფებოდა ინტერპოლის საერთაშორისო ძებნაში, იმ მომენტიდან როცა მან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მოგეხსენებათ ის ჯერ აქ იმყოფებოდა და შემდეგ გადაკვეთა საზღვარი, რა ღონისძიება განახორციელა ხელისუფლებამ? ჰქონდათ თუ არა ცერცვაძესთან კომუნიკაცია? შეისწავლა თუ არა ძებნის საფუძველი? თუ ეს არ მოახდინა, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სათანადო თანამდებობის პირების, ვისაც ეს ევალებოდა. მეორე, რა ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის მხარეს? რის საფუძველზე და რამდენად კანონიერად? მესამე, დღეს რას აკეთებს იმისათვის, რომ არ მოხდეს ექსტრადირება იმ ქვეყანაში სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი? თუ ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემს ხელისუფლება, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ცერცვაძე დგება საშიშროების წინაშე, აღმოჩნდეს რუსეთის ხელში და მოუწევს იმ ბრალდებების მოსმენა, რასაც ისმენს საზოგადოებისგან", - განაცხადა შავგულიძემ. შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. იგი რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის ძებნილთა სიაში იყო. რუსული მხარე მას მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედავება და ცერცვაძის ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის მტკიცებით, გია ცერცვაძემ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში და შემდეგ უკრაინის ომში იბრძოდა, 2003 წელს სოჭში ადამიანი მოკლა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)