|
2017-01-27 14:59:32, 1957 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახუშტი მენაბდე: საარჩევნო ბარიერი დაბალი უნდა იყოს
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაცვლად მხოლოდ პროპორციული სიების შემოთავაზება, საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. მენაბდემ ჟურნალისტებთან საარჩევნო სისტემაში არსებულ სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრა: " პირველი, არის ის, რომ ბევრი ადამიანი დარჩა პარლამენტში, ვისაც წარმომადგენელი არ ჰყავს პარლამენტში, მეორე მხოლოდ ძალიან ძლიერი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში. მესამე, საქართველოს პარლამენტში არ გვაქვს ფართო სპექტრის წარმომადგენლობა. შემოთავაზებული ვერსიები, არსებითად ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. მესამე პრობლემა, რომელიც უკავშირდება თანაბარ განაწილებას, ეს გადაიჭრება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ, დიდ და ძლიერ პარტიებს შორის. ამომრჩევლის დიდი ნაწილი კვლავ წარმომადგენლის გარეშე დარჩება პარლამენტში, ხოლო მცირე პარტიები, რომლებსაც ამომრჩევლების მხრიდან ძალიან დიდი პროცენტი მიაქვთ, ისევ მანდატების გარეშე დარჩებიან“, - განმარტა ვახუშტი მენაბდემ. ის სიტუაციიდან გამოსავალს პროპორციული სიით ხედავს, სადაც იქნება დაბალი ბარიერი და რომელიც მენაბდის თქმით, მოქალაქეთა მცირე ჯგუფებს შესაძლებლობებს მისცემთ, პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ. მენაბდის შეფასებით, პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი შეიძლება 0.75%, 1% ან 2% იყოს, თუმცა ის 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)