2017-01-26 23:46:38, 681 ნახვა
სპეციალური ანონსი
27 იანვრის სპეციალური ანონსი
27 იანვარს, 09:30 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (დასაქმების მომსახურებათა განვითარება) დახურვის ცერემონია გაიმართება.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი, კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით
27 იანვარს, 10:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რუსთაველის დარბაზში სახალხო დამცველი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
მის: შ. დადიანის ქ. #2/1
27 იანვარს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისა და კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
27 იანვარს, 12:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
27 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
27 იანვარს, 14:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, მთავრობასთან ეკონომიკის სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, მასობრივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს და საქმეზე მომზადებულ სპეციალურ გაზეთს გაავრცელებს.
კამპანიის დაწყების ადგილი: მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერირტორია
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291 202
27 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ტიფლის პალასში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს.
თემა: „საინფორმაციო გარემო ეროვნული უმცირესობებისთვის“.
მის: გორგასლის ქ. #3
27 იანვარს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდში ახალაშენებულ C ჰეპატიტის მართვის ცენტრს დაათვალიერებს და გახსნამდე იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
მის: ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009
27 იანვარს, 15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავას და დეპუტატებს შეხვდება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი #16
საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი - 577 99 97 73
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან