გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებულმა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
გია ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
ცნობისთვის, დღეს, კიევის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი პირველი ინსტანციის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More