2017-01-26 21:59:02, 2761 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე 3 ყოფილი პოლიციელი დააკავეს
სამართალდამცავებმა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე შსს-ს 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
ყოფილ პოლიციელებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ცემისა და მუქარის განხორციელებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში, ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა სამართალდამცველები ძალადობაში დაადანაშაულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან