17:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 14:20:55, 2528 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებების უნარების გაძლიერებაში ეხმარება

 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება მოხდა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. 

 ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა.  

მისი განცხადებით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქვეყანაში   თავისი ეფექტური საქმიანობით  გამოირჩევა. 

ამავე დროს, ქუმსიშვილმა  ყურადღება გაამახვილა სამომავლო გამოწვევებზეც.

 მისი თქმით, სამომავლოდ, მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს არა მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მისი პრევენციაც. 

უწყების ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ტრენინგების შედეგები, რომლებიც  პროექტის ფრგლებში ჩატარდა.  

მინისტრის თქმით, ამ ხნის მანძილზე  საგამოძიებო სამსახურისა და მისი ადამიანური რესურსების, პრაქტიკულად სრული შეფასება  და  ასევე საკანონმდებლო ბაზის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით მოხდა. 

„საკმაოდ კარგი ინფორმაცია გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ - კორუფციის ინდექსის“ და „კორუფციის მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით ჩვენ 52-ე ადგილიდან 44-ე ადგილას გადმოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ შეიქმნა შესაძლებლობა, მომხდარიყო როგორც კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ისე ინსტიტუციონალური დაახლოება და სტანდარტიზაცია.  

ცნობისთვის, პროექტის მიზანი  ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა იყო.  

პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.
დასკვნით ღონისძიებაზე  პროექტის დაწყების თარიღიდან - 2015 წლიდან  მიღებული შედეგები შეფასდა.  მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი,  დიმიტრი ქუმსიშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი,  გიორგი ბადაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე  არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი, ფინეთის ელჩი საქართველოში,  არია მაკონენი, ასევე  საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.

პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა.

ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით. 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი  2015 წლის მაისში დაიწყო და  2017 წლის თებერვლამდე გრძელდება. 

 ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს. 

 საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics