2017-01-25 23:51:13, 737 ნახვა
სპეციალური ანონსი
26 იანვრის სპეციალური ანონსი
26 იანვარს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ევროკავშირის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 6 პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14
26 იანვარს, 10:00 საათზე, სასტუმროში ”ბილტმორ თბილისი“ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ასევე, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელძმღვანელი პირები.
26 იანვარს, 11:00 საათზე, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
26 იანვარს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
26 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობა.
მის: თავისუფლების #2
26 იანვარს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98
26 იანვარს, 13.30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)
26 იანვარს, 14:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ საკონფერენციო დარბაზში "საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის" დაფუძნების შესახებ საგანგებო განცხადება გაკეთდება, წარმოდგენილი იქნება პრობლემის ანალიზი და სამომავლო გეგმები.
26 იანვარს, 19:00 საათზე, კაფე „მზიურში“ მ.ლ. სტედმანის წიგნის - „სინათლე ოკეანეებს შორის“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ. #143
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან