18:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 18:06:40, 3139 ნახვა

სამართალი საზოგადოება მსოფლიო
„დაუშვებლად მიმაჩნია საუბარიც კი, რომ უკრაინამ ტერორისტების სახელმწიფოს ჩვენი ძმა და თანამებრძოლი გადასცეს“

მე ვთვლი და დაუშვებლად მიმაჩნია საუბარიც კი, რომ უკრაინამ ტერორისტების სახელმწიფოს გადასცეს ჩვენი ძმა და თანამებრძოლი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები მუდმივად ახორციელებენ დივერსიულ-ტერორისტულ მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე. მისივე განცხადებით, ის ამაყობს ქართველი ძმებით და თვლის, რომ ისინი საქართველოს და უკრაინის პატრიოტები არიან.

„რუსეთი ჩვენი მტერია და მისი სპეცსამსახურები მუდმივად ახორციელებენ დივერსიულ-ტერორისტულ მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე. როგორ მოხდა ცერცვაძის მონაცემები რუსეთის ხელში, ამის თქმა მიჭირს, თუმცა ეს ფაქტი გარკვეული დასკვნების საფუძველი ნამდვილად უნდა გახდეს. ის რაც გულწრფელად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ვამაყობ ჩვენი ქართველი ძმებით. ვთვლი, რომ ისინი საქართველოს და უკრაინის პატრიოტები არიან, დღეს ისინი უკრაინელ მებრძოლებთან ერთად, იარაღით ხელში წინააღმდეგობას უწევენ რუს აგრესორებს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მე ვთვლი და დაუშვებლად მიმაჩნია საუბარიც კი, რომ უკრაინამ ტერორისტების სახელმწიფოს გადასცეს ჩვენი ძმა და თანამებრძოლი,“ - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა.

ცნობისთვის, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებენ, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. მისივე თქმით, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics