20:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:40:20, 1590 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ომბუდსმენი წულუკიანზე: ეს შეფასება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ  ეს არის  ცილისწამება. მან ან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი ან დაასახელოს ინფორმაციის წყარო“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ომბუდსმენმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ მისი ეს ინფორმაცია არის არასწორი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის  ცილისწამება. ან მან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი ან დაასახელოს ინფორმაციის წყარო,  რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ასევე ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ“,-აღნიშნა ნანუშვილმა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მან არაერთხელ ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობდა. 

„საუბარია სწორედ მოსამართლეების შერჩევის პროცესში, მათ შორის ჩვენთვის იყო გაუგებარი თუ რატომ მოხდა ერთი კანდიდატურის ჩანაცვლება მეორეთი, როცა უფრო მაღალი შეფასების მქონე კანდიდატი არ შეფასდა და მის ნაცვლად იქნა წარდგენილი სხვა კანდიდატი. კითხვის ნიშნები არა ერთხელ დაისვა, თუმცა პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ. ზოგადად ის, რომ სახალხო დამცველი არაერთ შეხვედრას მართავს მათ შორის სტრასბურგში და ევროსაბჭოს  წარმომადგენლებთან სადაც რა თქმა უნდა არის საუბარი ძალიან ბევრ საკითხზე, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული ამ შეხვედრებზე არ გვისაუბრია, რაზეც საჯაროდ ღიად არ ვსაუბრობთ. ეს შეფასება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია“, - დასძინა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა სწორედ იმისათვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ეს სია ქვეყანას უკან დაბრუნებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics