20:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:12:25, 1741 ნახვა

კომენტარი
კახიძე წულუკიანზე: ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს იმაზე არაკომპეტენტური ხელმძღვანელი არ ჰყოლია, როგორც დღეს ჰყავს. 

კახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არის სფერო, ან მისი რომელიმე გადაწყვეტილება არ არსებობს, რომელიც სახელმწიფოს ცუდად არ შემოუბრუნდა. 

"ინტერპოლი იქნება, სტრასბურგის სასამართლო თუ კანონპრექტები, ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება. ასევე, სიძულვილის ენით საუბრობს და ორგანიზება გაუკეთა კონკურსს, სადაც გიორგი პაპუაშვილს ნული ქულა დაუწერა იმიტომ, რომ ეს პირი პოლიტიკურად ეზიზღება. ბუნებრივია, ევროსაბჭოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტი ივანიშვილის და წულუკიანის სათათბირო ორგანო არ არის. იქ სხვა სტანდარტებს და არგუმენტებს ითხოვენ და ხელისუფლებას შედარებით ადეკვატური, ნორმალური კონკურსის ჩატარება იმ სტანდარტებით და წესებით მოუწევს, რაც ევროსაბჭოს აქვს და არა წულუკიანს", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics