11:12 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 15:56:51, 2342 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 5.2%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი იანვრისათვის 17.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე 840.9 მილიონი ლარით, 5.2%-ით მეტია (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით მეტი).

„2016 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 227.2 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე  შემცირდა 1.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 613.7 მლნ ლარით, ანუ 8.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.0 პროცენტით).  

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.62 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.22 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  3.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.6 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics