07:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 09:49:33, 371 ნახვა

სამართალი
ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 16 პირი: 1978 წელს დაბადებული გია პ, 1986 წელს დაბადებული მალხაზ მ, 1977 წელს დაბადებული გერასიმე კ, 1955 წელს დაბადებული თამაზ ი, 1961 წელს დაბადებული დავით მ, 1961 წელს დაბადებული ოთარ მ, 1963 წელს დაბადებული ამირან შ, 1964 წელს დაბადებული ემზარ ხ, 1982 წელს დაბადებული ლავრენტი ტ, 1985 წელს დაბადებული რევაზ ტ, 1988 წელს დაბადებული დავით დ, 1978 წელს დაბადებული გია პ, 1968 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1974 წელს დაბადებული ვახტანგ თ, 1985 წელს დაბადებული თამარ ვ, 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. ამხილეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული 65 კუბური მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს და 11 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics