20:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 14:44:31, 1937 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: საქართველოსთვის სიის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები ყიჟინით შეხვდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა, მათ შორის სახალხო დამცველმა,  იმუშავა სწორედ იმისათვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ეს სია ქვეყანას უკან დაბრუნებოდა:

"ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა „ნაციონალური მოძრაობა“, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით „ვიშიმშილებო“, ევროპას ეუბნებოდა არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია დაბრუნებოდა. რაც შეეხება საქმეს და არა ემოციებს, არ ვიცით როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურებს. დაველოდებით ევროსაბჭოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას. ალბათ, წლის განმავლობაში შედგება ახალი სია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics