|
2017-01-24 18:37:10, 3494 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
„ისინიც გაათავისუფლეს“ - როგორ გამოიყურება აფხაზეთი 2017 წელს
ბლოგერმა ლანა სატორმა ახალი წლის აღნიშვნა აფხაზეთში გადაწყვიტა. მოგზაურობის პერიოდში მან ვრცელი ფოტორეპორტაჟი გააკეთა, თუ როგორ ცხოვრობენ ტერიტორიაზე, რომლის დამოუკიდებლობასაც მხოლოდ რუსეთი და მესამე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აღიარებს. ლანა სატორმა დაახლოებით 100 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აფხაზეთის ინფრასტრუქტურა და საწარმოებია აღბეჭდილი. მათი უმეტესი ნაწილი დანგრეულ მდგომარეობაშია. ბლოგერის თქმით, აფხაზეთში ტოტალური განადგურება სუფევს. დანგრეულია თითქმის ყველაფერი - რკინიგზა, ელექტროსადგურები, შახტები, საწარმოები, სახლები. მისივე თქმით, 1993 წლის ომმა ამ ყველაფრის მხოლოდ ნაწილი გაანადგურა. სატორის თქმით, მათი უმრავლესობა უკვე ომის შემდგომ განადგურდა და დაიხურა. "იმისთვის, რომ იცოდეთ თუ რას უნდა ელოდოთ. რუსული მშვიდობა ხომ ყველგან ერთანირად მუშობას", - წერს ბლოგერი. გაგრას შემოვლითი გვირაბი, რომელიც ბოლომდე არ აშენდა. მისი მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო. მთავრობას უნდოდა შემოვლითი გზის გაკეთება, თუმცა მშენებლობა დაუმთავრებელი დარჩა. ახლა გვირაბი ასე გამოიყურება. მასში წლების წინ დამონტაჟებული ხარაჩოები დღემდეა შემორჩენილი. ჰიდროელექტროსადგური - დახურულია. "მეტალის სრული დემონტაჟია განხორციელებული. გარშემო ძროხების საძოვარია, შემორჩენილ შენობაში ბევრი ნაკელია და მკვდარი ძროხის ჩონჩხიც კი არის", - აღწერს ფოტოს ბლოგერი. ჩაის სამრეწველოს ნანგრევები. "ოდესღაც ლამაზი შენობა იყო." კარაქის საწარმოს ნანგრევები - ქალაქ ოჩამჩირეში. დახურული სკოლა #5 - ოჩამჩირეში. ხედი მიტოვებული სკოლის ფანჯრიდან ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო მიტოვებული ატრაქციონების პარკი და დაჟანგული "ეშმაკის ბორბალი" საზაფხულო კინოთეატრი ოჩამჩირის მიტოვებული სადგური. რკინიგზა აფხაზეთში ომის შემდეგ არ მუშაობას, ამიტომ ყველა სადგური ერთმანეთს გავს გამოუსადეგი მატარებლები მიწაშია ჩარგული და კოდორის მდინარის ნაპირის გასამაგრებელი კონსტრუქციის ფუნქციას ასრულებს სარკინიგზო სადგური ქალაქ ტყვარჩელში ქალაქში არის ტყვარჩელის ელექტროსადგური, რომელიც ასევე წლებია არ მუშაობას მეშახტეების მიტოვებული ქალაქი აკარმარა, სადაც უამრავი მიტოვებული სკოლა და საავადმყოფოა. "აკარმარაში უამრავი ხუთსართულიანი შენობებია. ზოგიერთი მათგანი მთლიანად მიტოვებულია, ხოლო ზოგში ჯერ კიდევ ცხოვრობენ. ეს ყველაფერი საშინლად გამოიყურება და მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება ასეთ ნანგრევებში ვინმე ცხოვრობდეს", - წერს ავტორი. მიტოვებული საავადმყოფო
"ბაბუშერას აეროპორტი, რომელიც დონეცკის აეროპორტზე ოდნავ უკეთესად გამოიყურება". აქ ოდესღაც საბჭოურ პეპსის აწარმოებდნენ. "აღსანიშნავია, რომ იმ დროინდელი სტიკერებიც კი არის შემორჩენილი. კონცენტრატის რეზურვუარიც კი არავის მოუპარავს", - წერს ბლოგერი. სოხუმის ბალნეოლოგიური ცენტრი ეს კი აფხაზეთში ყველაზე ცნობილი შენობაა - სოხუმის მთავრობის ადმინისტრაცია. "ის აფხაზებმა 1993 წელს ქალაქის შტურმით აღებისას დაწვეს. მას შემდეგ შენობის რესტავრაცია არ განხორციელებულა. შიგნიდან შენობა ჯუნგლებს გავს", - წერს ლარა სატორი. გუდაუთას სარკინიგზო სადგური
სრული ფოტორეპორტაჟი - ნაწილი 1 / ნაწილი 2
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|











































ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)