07:25 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:00:41, 1830 ნახვა

სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე განმარტება მიეწოდა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქართველის ჯარისკაცის, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურამ უკრაინელ კოლეგებს მიაწოდა ყველა შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

„გუშინ საქართველოს პროკურატურის ინიციატივით საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა  გიორგი ცერცვაძის  ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა: ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია, რათა არ განხორციელდეს მისი რუსეთისთვის გადაცემა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics