06:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 18:17:11, 610 ნახვა

სხვადასხვა
2016 წელს ჩინეთში 17,86 მილიონი ბავშვი დაიბადა

2016 წელს ჩინეთში 17,86 მილიონი ბავშვი დაიბადა, - ამის შესახებ BBC ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელზე, იან ვენიჩჟუანზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს 2000 წლის შემდეგ შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მედიის ცნობით, აღნიშნული რეკორდი უფრო გასაოცარია, იქიდან გამომდინარე, რომ რეპროდუქციული უნარის მქონე ქალთა რაოდენობა 5 მილიონი ადამიანით შემცირდა.

შედარებისთვის, საშუალო შობადობა 2011-2015 წლებში 1.4 მლნ-ით ნაკლები იყო.

ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ "ერთი ოჯახი - ერთი შვილის" პოლიტიკის გაუქმება "ძალიან დროული და ეფექტური"იყო. ჩინეთმა დემოგრაფიული პოლიტიკის შეცვლა 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს გადაწყვიტა.

როგორც BBC-ი წერს, მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ოჯახებს 2 შვილის ყოლის უფლება მისცა.

ცნობისთვის, პოლიტიკა "ერთი ოჯახი - ერთი შვილი" 1979 წელს მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვის მიზნით დაინერგა. მათ, ვისაც სურს, რომ ორი შვილი ჰყავდეს, ჯარიმები და სხვა სანქციები უნდა გადაიხადოს.

შედეგად, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ამჟამად შიშობენ, რომ დასაქმებული ჩინელები ხანდაზმული მოსახლეობის შენახვას ვეღარ შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics