11:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 14:02:11, 635 ნახვა

სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს,  უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" გაიმართა.

უწყების ინფორმაციით,  I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა.

დღეიდან ქართული ქვედანაყოფი საერთაშორისო მიისიით გათვალისწინებულ ამოცანებს სრული მასშტაბით შეასრულებს.

ოფიციალურ ცერემონიალს მრავალეროვნული მხარდაჭერის დავალებათა ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრ კოლბი დაესწრო.

ქართველი სამხედროებისთვის სიტყვით მიმართვისას, მან მშვიდობისმყოფელებს გერმანული საკონსულოს დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მათ თავდადებაზე  ყურადღება გაამახვილა.  

 „თქვენ იყავით ის ძალა, რომელიც პირველი ჩნდებოდა ადგილზე სხვადასხვა ქვეყნის მეგობრებისათვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი თავდადება, რომელიც 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას აჩვენეთ. კაპიტან გახარიას მეთაურობით, თქვენ პირველები მიხვედით საკონსულოსთან. მიუხედავად მოწინააღმდეგის ვითარების სრული არცოდნისა, თქვენ ჩაიბარეთ ადგილის უსაფრთხოება და ავღანურ პოლიციასთან ერთად განახორციელეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ამავდროულად, უმოკლეს დროში ქართულმა ძალებმა შიდა უსაფრთხოება დაამყარა. რამდენიმე ამბოხებულის ცეცხლმაც კი ვერ შეძლო, ხელი შეეშალა თქვენთვის ამოცანის შესრულებაში. გერმანელმა ხალხმა, გერმანისი ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა და მთავარმა კონსულმა მრავალჯერ გამოხატა მადლობა თქვენი თავდადებისთვის, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი პროფესიონალიზმისთვის“,-განაცხადა კოლბიმ.

ვიცე-პოლკოვნიკმა ახალ ასეულს სრული ნდობა გამოუცხადა.

 „მეგობრებო, თქვენმა მოქმედებამ და თავდადებამ თქვენს შემცვლელებს არა მარტო დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, არამედ თქვენ მოიპოვეთ დიდი რეპუტაცია გერმანულ მედიაში. თქვენმა შემცვლელებმა მაიორ მეზვრიშვილის მეთაურობით მიიღონ ეს, როგორც მოტივაცია. მას შემდეგ, რაც ქართული კონტიგენტის შესახებ ყველაფერი გავიგე და დავინახე, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დავალებებს სრულად გაართმევთ თავს. სრულ ნდობას გიცხადებთ“ - დასძინა  ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრ კოლბიმ.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ გერმანული სამხედრო ბაზა „მარმალის“ მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრე ბოუდმანი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი, ბაზა „მარმალის“ მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ტომას ელ. ფუსი, ასევე გერმანიის, აშშ-ის, ხორვატიის, ჰოლანდიის, მონღოლეთის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები.

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს.

გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა, ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics