05:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:32:23, 694 ნახვა

რეგიონი
აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Adventur 2017” გაუწია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა.

მათივე ცნობით, საქართველოს სტენდი გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი და გამოფენის გახსნისას ის ქალაქ კლაიპედას მერმა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიხეილ კოპლატაძის თქმით, გამოფენაზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია.

„ლიტველი ვიზიტორები საზღვაო დასვენების გარდა სამთო, ეკო და გასტრონომიული ტურებით ინტერესდებიან. გამოფენის ფარგლებში ჩვენ  არაერთი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და ვფიქრობ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“,- განაცხადა  მიხეილ კოპლატაძემ.

აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტული პოტეციალის შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში გავრცელებული ტურიზმის სახეობების, პროდუქტებისა და დასვენების შესაძლებლობების შესახებ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს რეკლამირებას ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2013 წლიდან უწევს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს „Adventur 2017”-ში მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

მიმდინარე წელს, გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 350-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. წლიდან წლამდე მზარდია ვიზიტორთა რაოდენობაც. წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების ტურისტულ პროდუქტებს 24 787 ადამიანი გაეცნო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს.

გარდა უკვე არსებული ტრადიციული სარეკლამო ქვეყნებისა, ახალი  ბაზრების აღმოჩენის მიზნით დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის, ლონდონის, იაპონიის, სეულისა და დუბაის საერთაშორისო გამოფენებში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics