18:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 16:25:49, 2740 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში პირველ ბრძანებებს მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ლიდერის რანგში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალმა პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმას ეხებოდა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამთავრობო უწყებებს დაევალათ, ე.წ. „ობამაქეართან“ დაკავშირებული რეგულაციები შეაჩერონ და ობამას ჯანდაცვის აქტის შესასუსტებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი „ობამაქეარით“ განპირობებული ეკონომიკური ტვირთის შემცირებაა.

მედიის ცნობით, ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული ბრძანების ხელმოწერა პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის პირველი ნაბიჯია.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ახალი სამთავრობო გუნდის პოლიტიკის ნაწილია, რომ ამ კანონის გაუქმების პროცესი დაჩქარდეს.

ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებით შესაბამის უწყებებს დაევალათ, იზრუნონ ჯანდაცვის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი უფრო მოქნილი გახდეს, რათა უფრო მეტი თავისუფალი და ღია ჯანდაცვის ბაზარი შეიქმნას.

ცნობისვის, ამერიკის პრეზიდენტს არ შეუძლია ჯანდაცვის კანონი ერთპიროვნულად გააუქმოს, თუმცა დონალდ ტრამპმა და სხვა რესპუბლიკელებმა პირობა დადეს, რომ სენატში ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ და „ობამაქეარის“ სახელით ცნობილ აქტს აუცილებლად გააუქმებენ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის "ობამაქეარის" რეფორმის ფარგლებში, დაზღვევით 20 მილიონ ამერიკელზე მეტი სარგებლობას. შედეგად, თუ "ობამაქეარის" რეფორმის შემოღებამდე დაზღვევით მოსახლეობის დაახლოებით 85% სარგებლობდა, აღნიშნული რეფორმის შემდეგ ეს რიცხვი 91%-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გუშინ შედგა. რესპუბლიკელმა აღნიშნულ თანამდებობაზე დემოკრატი ბარაკ ობამა ჩაანაცვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics