17:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 19:54:45, 2425 ნახვა

მსოფლიო
მასობრივი საპროტესტო აქციები და გაძლიერებული უსაფრთხოება - შტატების საინაუგურაციო სამზადისი

აშშ-ის უმსხვილეს შტატებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. დედაქალაქში, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სროლაც კი ისმის, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

მომიტინგეების დიდი ნაწილი Trump Tower-თან არის შეკრებილი. დემონსტრანტები შენობაში შეღწევას ცდილობენ. ისინი პოლიციელებს ბოთლებს და ქვებს ესროდნენ. სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების გაყრა ცრემლსადენი გაზით მოუწიათ.

მანჰეტენზე ყველაზე გლამურული მიტინგი ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ჩაატარეს. მსახიობებმა ამერიკის მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდეს. თუმცა ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც ტრამპს "საშინელ ადამიანად" არ თვლიან, ახლა ვაშინგტონში იმყოფებიან.

საზეიმო კონცერტს დონალდ ტრამპი, ბრონირებული შუშის მიღმა ადევნებდა თვალყურს. ის კონცერტს, მეუღლესთან მელანია ტრამპთან ერთად დაესწრო.

როგორც მედია წერს, საზეიმო წინასაინაუგურაციო კონცერტს თან კურიოზებიც ახლდა. საზეიმო ფოიერვეკშიც ბევრმა რუსეთთან კავშირი შეამჩნია. მედიის ინფორმაციით, ფოიერვერკის დროს ცაში USA-წარწერა უნდა გამოჩენილიყო, თუმცა საბოლოოდ USR დაიწერა, რაც რუსეთის შეერთებულ შტატებად გაიშიფრა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში ბევრი ირონიული კომენტარი მოჰყვა.

პარალელურად, არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას არაფერი შეუშლის ხელს იმაში, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი გახდეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ძირითადი ქუჩების გადაკეტვას გააგრძელებენ.

"ჩვენ რა თქმა უნდა ვხვდებით იმას, რომ სამართალდამცველებთან პრობლემები გვექნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის", - აცხადებენ მომიტინგეები.

ამასთან, CNN-ის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს სიუჟეტი სათაურით - "რა მოხდება, თუ ინაუგურაციის დროს დონალდ ტრამპს მოკლავენ". სიუჟეტში ჟურნალისტები ამბობენ, რომ ტრამპის მკვლელობის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას კვლავ ბარაკ ობამა გააგრძელებს. ბევრმა მოქალაქემ, აღნიშნული სიუჟეტი პროპაგანდისტულად მიიჩნია. ისინი არხის ხელმძღვანელობის თანამდებობებიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ექსპერტების შეფასებით არჩეულ პრეზიდენტზე თავდასხმის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები უპრეცენდენტოდ მაღალია. უსაფრთხოების ზომებს დამატებითი ძალები უზრუნველყოფენ, კერძდ კი: ვაშინგტონში 3 ათასი სამართალდამცველი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5 ათასი მებრძოლია მობილიზებული.

Washington Post-ის ინფორმაციით, ინაუგურაციის ხარჯები დაახლოებით 175-200 მილიონ დოლარამდე აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics