19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 17:18:16, 1732 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანი ბუკიკიო: განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას  და სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღას"  შეეხო. პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან  დაკავშირებით და სასამართლო რეფორმაზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნულ საკითხებზე აზრთა გაცვლა - გამოცვლა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ვენეციის კომისიამ სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის" შესახებ უკვე გასცა რეკომენდაციები და სასურველია, თუ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

"ჩვენ განვიხილეთ მრავალი თემა პრეზიდენტთან შეხვედრისას, ძირითადად კი, საკონსტიტუციო კომისიის მომავალი მუშაობის საკითხი. უნდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმებით ამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზნებსა და ამოცანებს და განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც ჩანს, რომ შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია. ვფიქრობ, რომ პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას კარგი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, რადგან საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გაუმჯობესება და, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სრულყოფა, არ არის რთული.  არსებული კონსტიტუცია გლობალურ დონეზე უკვე კარგი ტექსტია, თუმცა გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს და ვენეციის კომისია კვლავ მზადაა ნაყოფიერი და ვიმედოვნებ, ამჯერად წარმატებული თანამშრომლობისათვის, რადგან ჩვენ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა ამ რეფორმაში ვმონაწილეობთ. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ჩვენ უკვე გავეცით რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამჯერად ჩვენი რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისია მზადაა ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს საკუთარი მოსაზრებები.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ორი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის - საკონსტიტუციო  და სასამართლო რეფორმის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ვენეციის კომისიის წევრების მოსაზრების მოსმენა. როგორც ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისია მზად არის, რომ ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ჩვენი სასამართლოს სისტემა, ჩვენი კონსტიტუცია, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი კონტექსტი, თავისებურება, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეწონასწორების პრინციპი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics