19:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 16:23:22, 1736 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი: საქართველოში ოლიგარქული რეჟიმი დამყარდა, რომელიც ცდილობს, თითოეულ ჩვენგანს თავისუფლება წაგვართვას

„ოლიგარქული რეჟიმი,  რომელიც დამყარდა საქართველოში ცდილობს, რომ დღეს  წაგვართვას შანსი ვიცხოვროთ თავისუფალ  ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, „ოლიგარქის რეჟიმი“ ცდილობს დაარწმუნოს  თითოეული მოქალაქე, რომ უძლურია და არ შეუძლია  მომავალზე  ზეგავლენის მოხდენა.

„ოლიგარქის რეჟიმი ცდილპობს დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ თქვენ უძლური ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ  თქვენს მომავალზე.  დღეს ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს პარტია გახდება სახლი  ყველა ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვის, ვისაც ასევე სჯერა, რომ მისი მომავალი მის ხელშია, ვისაც უნდა რომ იცხოვროს თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებაში  და თავისუფალ დემოკრატიულ  სახელმწიფოში. როდესაც დავიწყეთ   მოძრაობა, რომ საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მე პირადად როდესაც ვწერდი წერილს სადაც რეკომენდაციას ვუწევდი საქართველოს მთავრობას, რომ დაეწყო ეს პროცესი არ მქონდა წარმოდგენილი, რომ ამ ქვეყანაში ამ დროისთვის შეიქმნებოდა  ისეთი ვითარება, როდესაც უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის დასჭირდებოდა, რომ  უკეთესი მომავალი მოეძებნა საზღვარგარეთ. ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა,  რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდოდეს აქ ცხოვრება, აქ  შეეძლოს უკეთესი მომავლის შექმნა.  ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაბრუნდეს საქართველოში და მოახმაროს საკუთარი შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics