|
2015-03-28 16:37:18, 360 ნახვა
სამართალი
ბესიკ ხარძიანის და ძმის მკვლელობას ბიზნესმენ გიორგი უდესიანს უკავშირებს
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძისნის დის მაია ხარძიანის ძმის მკვლელობას ბიზნესპარტნიორ გიორგი უდესიანს უკავშირებს. მისი თქმით, მვკლელობა ქონებრივ დავას უკავშირდება. „თუ უდესიანი დამნაშავე არ არის, მან ეს დაამტკიცოს და იპოვოს მკვლელი. ჩემი ძმა საფრთხის ქვეშ იდგა. აი ეს მოგვიტანა კოჰაბიტაცია“, - განაცხადა მაია ხარძიანმა. ბიზნესმენის სახლის შესასვლელი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარ სადარბაზოსთან უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ხარძიანს ჭრილობები ფეხის და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)