19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 13:35:27, 1632 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს შეხვედრაზე ყველაზე მეტი ყურადღება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესს დაეთმო.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე კომისიის საქმიანობის წესი და ვადები განიხილეს.

„რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელი იყო კომისიის მხრიდან და ჯანი ბუკიკიოს მხრიდან ის მაღალი ჩართულობა, რომელიც არის კომისიის საქმიანობაში წარმოდგენილი. ის, რომ საკონსტიტუციო კომისიაში და მის მუშაობის პროცესში ჩართულია, როგორც საპარლამენტო ასევე არა საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ჯგუფი ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის  მხრიდან. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რა თქმა უნდა რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უკვე არის ჩვენთან საჯარო დისკუსიის საგანი, გარკვეული წინასწარი აზრების შეჯამება მოხდა. ეს შეეხება იმ საკითხებს, რომელიც წინა დასკვნაში, უკვე ჰქონდა ხაზგასმული ვენეციის კომისიას, ანუ ბალანსი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებას შორის, ასევე საარჩევნო სისტემა და სხვადასხვა საკითხები იქნა განხილული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, კომისიას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.

„იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული არც პრეზიდენტის არჩევის სისტემასთან და არც პარლამენტის არჩევის სისტემასთან. ერთპიროვნულად არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. რაც ამ ეტაპზე მოვისმინეთ, არის ის, რომ საპარლამენტო სისტემები არსებობს ორივე ფორმის, ლეგიტიმური არის როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი არჩევნები. ეს არის დიდ წილად თვითონ ქვეყნების გადასაწყვეტი, რომელს მიანიჭებენ უპირატესობას. კონკრეტული პროექტის შემუშავების შემდგომ კომისია კონკრეტულ დასკვნას წარმოადგენს. ეს მისასალმებელი იყო ბატონი ბუკიკიოს მხრიდან და შეხვედრა საერთო ჯამში იყო ძალიან პოზიტიური. ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო იმყოფება. ის საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics