|
2017-01-20 12:36:56, 1780 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს
ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს. ბუკიკიოს თქმით, წინა პარლამენტის დროს შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ კარგად იმუშავა, თუმცა მანვე დასძინა, რომ კონსტიტუცია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა გახდეს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. მე საქართველ,ოს მეგობარი ვარ, ბევრჯერ ვარ ნამყოფი აქ. როგორც იტალიელს, მე მესმის ქართული მენტალიტეტი. ვაპირებთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. მთლიანობაში ეს არის კარგი ტექსტი, შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ, ეს არის ტექსტი, რომელიც უნდა გაუმჯობსდეს. ბოლო გადახედვის შემდეგ, 2010 წელს ვენეციამ გააკეთა თავისი კრიტიკული შენიშვნები, რომელთა სრულყოფაც უნდა მოხდეს კონსტიტუციაში. წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია იყო შექმნილი, და წარმატებულად იმუშავა. ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას ვიწონებ, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შენიშვნები, დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენ არაფერს თავზე არ მოგახვევთ, მაგრამ ჩვენ გვსურს საქართველოს კონსტიტუცია გაუმჯობესდეს და სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)