17:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 14:54:49, 2432 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ხვალ საპრეზიდენტო ფიცს ორ ბიბლიაზე დადებს

ვაშინგტონში, ხვალ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.

თავდაპირველად, ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში მივლენ, რის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მათ თეთრ სახლში მიიღებენ.

ინაუგურაციის ცერემონია კონცერტით დაიწყება.

თბილისის დროით 21:00 საათზე დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით ფიცს დადებს.

პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფიცის დადებისთვის 2 ბიბლიას გამოიყენებს. როგორც კომიტეტში აცხადებენ, ერთი ბიბლია აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლიაა, რომელიც ყველა ინაუგურაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მეორე ბიბლია, კი ტრამპის კუთვნილი ბიბლიაა, რომელიც დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ, 1955 წელს 12 ივნისს აჩუქა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ბიბლიაზე დადებს ფიცს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს America’s Got Talent-ის ფინალისტი, 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო შეასრულებს. კონცერტში ასევე ჩართული იქნებიან: შემდეგ. სამხედრო მარშის ორკესტრი და Radio City Rockettes-ის მოცეკვავეები.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დემოკრატი კონგრესმენი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. გარდა ამისა, ათასობით მოქალაქემ პირობა დადო, რომ ტრამპის ინაუგურაციის ჩატარებას ხელს შეუშლის. ისინი ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას გეგმავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics