17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 14:11:46, 2729 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში ზვავმა სასტუმრო მოიყოლა - არის მსხვერპლი

იტალიაში, ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ზვავმა აბრუცოს რეგიონში გრან სასოს მთასთან მდებარე სასტუმრო მოიყოლა.

სასტუმროში ინციდენტის დროს 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლა იტალიაში გუშინ მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია. უამინდობის გამო, ზვავის ჩამოწოლის ადგილას სამაშველოები მხოლოდ რამდენიმე საათში მივიდნენ.

"ძალიან ბევრი გარდაცვლილი, თუმცა ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ვასახელებთ. შენობის სახურავი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ზვავის ჩამოწოლის შედეგად", - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა ანტონიო კროჩეტიმ.

2 დაშავებული ადამიანი, რომელიც მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში თოვლის საფარი 5 მეტრს აღწევს, რაც მაშველების მუშაობას აფერხებს.

ცნობისთვის, გუშინ იტალიის რამდენიმე ოლქში: ლაციო, აბრუცო და მარკე რამდნეიმე საათის განმავლობაში 4 მძლავრი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად აბრუცოს ოლქში 83 წლის მამაკაცი დაიღუპა. ის სახლის ნანგრევებში მაშველებმა იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მძლავრი მიწისძვრა იტალიაში აგვისტოს თვეში მოხდა. მაშინ 300 ადამიანი დაიღუპა. ათასობით სახლი დაინგრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics