19:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 21:24:33, 1546 ნახვა

კომენტარი
კალაძე „გაზპრომთან“ შეთანხმებაზე: თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს

„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება წლების განმავლობაში როგორც სააკაშვილის, ისე შევარდნაძის დროს ფორმდებოდა და საჯარო არ იყო.

”ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება”, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, კალაძის თქმით,  გიორგი მარგველაშვილს შესაძლებლობა აქვს, ხელშეკრულების დეტალები მოითხოვოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები, მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა. თავად საიდუმლოებას რაც შეეხება. თქვენ იცით, რომ ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში კომერციული საიდუმლოებაა”, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კომერციული საიდუმლოების სახით ქვეყანას სხვა ხელშეკრულებებიც აქვს გაფორმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics