|
2017-01-18 17:45:07, 1275 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: ვინც ინაუგურაციას არ დაესწრება, ბილეთები დააბრუნოს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ, ვინც მის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებენ, ბილეთები უკან უნდა დააბრუნონ. ტრამპის განცხადებას Fox News-ი ავრცელებს. "თუ ადამიანები არ მოვლენ ინაუგურაციაზე, ეს ნორმალურია. მაგრამ ბილეთები დააბრუნონ, გვჭირდება", - განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას 50-მდე კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა. ამასთან, 17 იანვარს, ვაშინგტონში, ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. მამაკაცი მრავლობითი დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციის გაპროტესტების პირობა ათასობით მოქალაქემ დადო. ისინი გზების გადაკეტვას გეგმავენ. შეგახსენებთ, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება. დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეცვლის.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)