07:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 17:06:55, 1106 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო.

ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის განხორციელებით დაზოგილი 32 მილიონი ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.

„ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამ რეფორმებით 32 მილიონი დავზოგეთ იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ; უკვე წელს ჩვენს ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანწილად გავაუმჯობესებთ, გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით, აშშ-სთან, რომელთან ერთადაც ვგეგმავთ ამ წლიდან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ იმპლემენტაციას. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლებიც იქნება ძალიან წარმატებული ამ რეფორმების განხორციელების კუთხით“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ს ელჩმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშორმლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა. „დაინტერესებულები ვართ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესით, რადგან „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ დროულად დაწყება გვსურს. კმაყოფილები ვართ თავდაცვის მინისტრის მიერ უწყებაში მიმდინარე რეფორმირების ტემპით“ - განაცხადა იან კელიმ.

ამერიკის ელჩმა აშშ-ში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირების ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი დაესწრნენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics