2017-01-18 16:39:02, 2582 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6624 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი 2.6543 ლარი ღირს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.8440 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8335 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა, გარდა სამხრეთაფრიკული რანდისა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან