19:15 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 16:08:45, 1252 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროვების მოთხოვნით პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს“,-ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „გაზპრომთან“  გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ინტერესებია  დაზიანებული.

„20 წლის განმავლობაში ჩვენ  რუსეთთან გვქონდა ხელშეკრულება,  რომელიც სრულყოფილად ითვალისწინებდა საქართველოს  ეროვნულ ინტერესებს. ახლა ხელისუფლებამ ხალხის ზურგს უკან აწარმოა მოლაპარაკებები, რომლის შედეგები არის გასაიდუმლოებული და რაც აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, რომ ჩვენი ინტერესები ამ ხელშეკრულების მიხედვით არის დაზიანებული.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ხელისუფლებისგან გასაჯაროვდეს ამ დოკუმენტის  შინაარსი.  ჩვენ შეგვაქვს სპეციალური რეზოლუცია პარლამენტში ამ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროვების მოთხოვნით და სოლიდარულები ვართ ქართულ საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ასევე აყენებს ასეთ მოთხოვნას“,-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics