19:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 12:21:54, 1801 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: ზოგიერთმა კლინიკამ თანხები მენეჯმენტის კეთილდღეობაზე დახარჯა, პაციენტებზე კი, მცირე ნაწილი მიმართა

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ მინისტრმა აღნიშნა, გამოიკვეთა კლინიკები, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიმართული აქვთ ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ,  ხოლო მინიმალური ნაწილი პაციენტის მოვლისკენ.

 „უდაოდ და დადასტურებულად მიჩნეულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა,  არის ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელმაც მოსახელობის უდიდეს ნაწილს შვება მიანიჭა. ოთხი წლის განმავლობაში, ჯანდაცვის  სამინისტოროს დასჯის რეპრესიული მეთოდისთვის არცერცერთხელ მიუმართავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ დაიცავს სახელწიფო ინტერესებს. ჩვენმა პოზიციამ  რიგ კლინიკებს აშკარად მცდარი მოლოდინები შეუქმნა, მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე, ხოლო პაციენტებზე მინიმალური თანხა მიემართათ. ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ. არ დავასახელბ კლინიკებს, მაგრამ, როდესაც ერთ-ერთი კლინიკური გაერთიანების ერთ შენობაში, ერთ ეზოში  მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა და ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო გთხოვს, ეზო მოაწესრიგო და პასუხად სამინისტრო  ისმენს, რომ  ეს ტერიტორია განაწილებული არ არის კლინიკებზე. სამაგიეროდ შესასვლელში შლაგბაუმია, რომელიც ალბათ ყველაზე გამართულია კლინიკაში, ეს თითქოს მარტივია, მაგრამ აჩვენებს კლინიკების დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი“, -განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით,  ასევე იკვეთება ისეთი ტიპის კლინიკები, რომლებმაც ნონსენსი მოიფიქრეს და ფრაგმენტული სერვისები დააფუძნეს.

„მაგალითად, როგორიც არის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ქუჩიდან იღებს პაციენტს და ქუჩაშივე უშვებს. გიდასტურებთ, რომ ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან  ვერ ვიქნებით მომართულები, რომ ურთიერთიერთობა გავაგრძელოთ. განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან,როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს, იკვეთება სიტუაცია, როდესაც მოთხოვნილი თანხის თითქმის 90 % არის გადახდილი, დარჩენილია 10 %, როგორც სადაო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს იმის საფუძვლად, რომ ექიმებს  და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო თანხებს დროულად არ იხდის. „ამ დროს სახელმწიფოს 90% აქვს გადახდილი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომარული იმაზე, რომ ასეთ კლინიკებთა იგივე ტიპის თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული მსჯელობა და საუბარი არ მოიაზრებს იმას, რომ რეფორმის რომელიმე მიმართულება, რომელიმე კლინიკის პოზიციის გამო შეიცვლება.

„ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოყალიბდება რომელიმე კლინიკის მონაწილეობით ან მონაწილეობის გარეშე. ეს იქნება ლეგალური ინსტრუმენტები, რეფორმების კომპლექსი, რომლის მთავარი ამოცანა - ლაიტმოტივი შეიძლება გამოისახოს ერთი სიტყვით - ეს არის ხარისხი , ხარისხი და კიდევ ერთხელ ხარისხი. პაციენტის მოვლის ხარისხი“, - დასძინა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics