2017-01-18 07:17:20, 2286 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.6543 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6543 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი 2.7084 ლარი ღირდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0541 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევრო დღეს, 2.8335 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0360 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი დღეს ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან