06:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 16:40:40, 1590 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სერიოზული საქმის კეთების მცდელობა მექნება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება.

როგორც უსუფაშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში  ძალიან სერიოზულ ადამიანებთან ერთად, სერიოზული საქმის კეთების მცდელობა ექნება.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება. დიახ, მე დავბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში აუცილებლად. თუმცა,  შესაძლოა, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი დაბრუნება არ სურთ აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ მათაც მივმართავ და ვეტყვი, რომ აუცილებლად დავბრუნდები. ეს იქნება სწორედ იმ სქემით რაც მე განვაცხადე დაახლოებით თვენახევრის წინ, რომ მექნება ძალიან სერიოზული მცდელობა სერიოზულ ადამიანებთან ერთად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სერიოზული საქმის კეთების. ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტზე მიდის ფიქრი და მუშაობა. ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომა, სინამდვილეში ამისთვის ვიყენებ შვებულებას და არა დასვენებისთვის. პოლიტიკური პროცესები თავისი კანონზომიერებიებებით ხასიათდება, ჩვენ ვართ პოსტ საარჩევნო ეპოქაში. პოლიტიკური კითხვა იმის შესახებ თუ ვინ მართავს ქვეყანას იქნა პასუხგაცემული გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ ჩვენ ყველა ვინც ძალიან კმაყოფილი ან ძალიან უკმაყოფილო ვართ არჩევნების შედეგებით, უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური მართვაც „ქართული ოცნების“ ხელშია და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics