|
2017-01-17 15:57:20, 1756 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი სააკაშვილზე: გაუთავებელ საუბარს სჯობს ვიფიქროთ, როგორ მოხდეს ოპოზიციური მიზნების განხორციელება
„სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ჩვენ ძალიან შეკავშირებულად და რწმენით ვიბრძოდით არჩევნებში, მაშინ არავის არ ეტყობოდა, რომ გამარჯვების იმედი არ ჰქონდა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ყოფილმა თანაგუნდელებმა გამარჯვების რწმენა დაკარგეს და სჯობს ისინი პარტიაში არ იყვნენ“. როგორც წერეთელმა აღნისნა, უმჯობესია ოპოზიციური პარტიები ორიენტირებული იყვნენ თანამშრომლობაზე და არა იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „სრულად ყველაფრის შეფასებისგან ბუნებრივია თავს შევიკავებ. ეს მისი მოსაზრებაა. სანამ ეს ამბები მოხდებოდა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან შეკავშირებულად და რწმენით ვიბრძოდით არჩევნებში, უთანასწორო ბრძოლაში ხელისუფლების წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ მაშინ ვინმეს არ ჰქონდა იმედი გამარჯვების ან ბრძოლის ეშინოდა. ასეთი რამ არ ყოფილა და ბუნებრივია, ამ შეფასებას ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, უფრო უკეთესია კონცენტრირება მოხდეს თუ რა იყო და რა მოხდა. ამაზე გაუთავებელ საუბარს ჯობია, ვიფიქროთ იმაზე მომავალში ასე ვთქვათ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ოპოზიციური მიზნების განხორციელება, როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და როგორ უნდა შეიცვალოს რთული ცხოვრება, რომელიც დღეს არის. მე მგონი, ოპოზიციური პარტიები სწორედ ამაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, უნდა ეძებდნენ იმას თუ სად შეიძლება მათ ითანამშრომლონ, სად შეიძლება იყოს საერთო ინტერესი და არა იმაზე როგორ დაშორდნენ ერთმანეთს, დაუპირისპირდნენ და ხელისუფლებამ მიიღოს რაღაც სარგებელი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)