06:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 13:40:28, 1327 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე თავმჯდომარეს არ აირჩევს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, პარტია ყრილობაზე თავმჯდომარეს არ აირჩევს. 

როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. 

”მთავარი აქცენტები გაკეთდება თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

კალანდაძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე 7136 დელეგატია რეგისტრირებული.

"პარტიის იმ წევრებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ყრილობას დაესწრონ, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება",-აღნიშნა კალანდაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics